ბიომრავალფეროვნების დღე
22 მაისს ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა ნახატების ავტორებს სერთიფიკატები გადასცა. დავით მარკოზაშვილმა საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე ისაუბრა და აქტიურობისთვის ბავშვებს მადლობა გადაუხადა. 22 მაისი ბიომრავალფეროვნების დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2000 წელს გამოაცხადა, მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციას, ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის გაგებას.
გამოფენა დაცული ტერიტორიების ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში გაიმართა.
