ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა - ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა, შოთა გოლუბიანმა და უფროსმა რეინჯერმა, ჯაბა არევაძემ, მიმდინარე თვეში, ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა - ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა, შოთა გოლუბიანმა და უფროსმა რეინჯერმა, ჯაბა არევაძემ, მიმდინარე თვეში, ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ირმის მყვირალობაზე დაკვირვება-მონიტორინგის განხორციელების დროს, რეინჯერებმა გამოავლინეს ორი პირი, რომლებსაც ცხენებით ტვირთი გადაჰქონდათ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ ზონაში.
რეინჯერებმა, მიუხედავად გაწეული აქტიურიწინააღმდეგობისა და პროვოკაციული ქმედებისა, მოახერხეს ერთ-ერთი მათგანის შეჩერება და ტვირთის ჩამორთმევა, რომელიც აღმოჩნდა სავარაუდოდ ირმის ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა ხარაგაულის შს სამმართველოს თანამშრომლებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის რეინჯერებს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც შეაქვთ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში.
თითოეული მათგანი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც გულისხმობს სამართალდარღვევის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, სისუფთავის უზრუნველყოფას და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.
