ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ტომას პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო მანქანად ადაპტირებული „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი გადასცა.

თუშეთის ეროვნულ პარკში, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ფესტივალზე „მზე მოე“, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, ტომას პერნიცკიმ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას სასწრაფო მანქანად ადაპტირებული „მიცუბიშის“ მარკის (Mitshubishi Pajero 2014) ავტომობილი გადასცა. 


ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებითა და ჩეხეთის „კარიტასის“ მონაწილეობით მანქანა უზრუნველყოფილია მთიან რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი აღჭურვილობით. გარდა ამისა, გადამზადდა 4 ექიმი და 4 ექთანი, რომლებიც როტაციის პრინციპით მოემსახურებიან თუშეთის რეგიონს. 


პროექტი „თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის“ ფარგლებში ხორციელდება.