დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს 950 000-ს გადააჭარბა
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა.
2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.
წელს, ყველაზე მონახულებადი ტერიტორიების ტოპ 5-ეული ასე გამოიყურება:
- პრომეთეს მღვიმე - 163 941
- მარტვილის კანიონი - 147 374
- ყაზბეგის ეროვნული პარკი - 154 085
- სათაფლია - 85 526
- ოკაცეს კანიონი - 73 113
2017 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
- მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%
- მარტვილის კანიონი - ზრდა 136%
- ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%
- თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%
- მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%
- ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%
- პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%
2017 წელს, დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.
2017 წლის განმავლობაში ტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 4 482 891 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2 313 697ლარი) შედარებით 94%-ით არის გაზრდილი.
