დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსდამთავრებულების დაჯილდოება
დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა შანშიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს გადასცეს.
სააგენტოს თანამშრომლებს აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ, რომელიც მოიცავდა შემდეგ 7 მოდულს:
- ინტეგრირებული მართვის მოდელი
- რესურსების მართვა
- ვიზიტორთა მომსახურება
- საზოგადოებასთან კავშირი და ეკოგანათლება
- ინსტიტუციური განმტკიცება
- მდგრადი ინფრასტრუქტურა
- ძალოვანი და სამაშველო საქმიანობა
აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ინტენსიური წვრთნები სააგენტოში 2009 წლიდან ტარდება, კურსი სააგენტოს მისიისა და საქმიანობის სფეროს უკეთ გაცნობაში ეხმარება დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს.
