დაცული ტერიტორიების სააგენტომ „დედამიწის დღე“ აღნიშნა
2003 წლის 22 აპრილს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი -„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს 8 ახალი დაცული ტერიტორია შეემატა და 3 ნაკრძალი გაფართოვდა. დღესვე სააგენტოში სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სააგენტოს თანამშრომლებს, ა.შ.შ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის საბაზისო კურსი ჩაუტარდათ. კურსი 7 მოდულს მოიცავდა. ესენია: ინტეგრირებული მართვის მოდელი, რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან კავშირი და ეკოგანათლება, ინსტიტუციური განმტკიცება, მდგრადი ინფრასტრუქტურა, ძალოვანი და სამაშველო საქმიანობა. კურსი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ თანამშრომლებს სააგენტოს მისიისა და საქმიანობის სფეროს უკეთ გაცნობაში ეხმარება.
ა.შ.შ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ინტენსიური წვრთნები სააგენტოში 2009 წლიდან ტარდება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს, შესაბამისი სერტიფიკატები ტრენერმა პაატა შანშიაშვილმა გადასცა. ღონისძიებას, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი უძღვებოდა.
