დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დონორების საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სააგენტოს ახალი მენეჯმენტი წარუდგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილი პარტნიორებს სააგენტოს განვითარების ხედვაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. წელს სააგენტო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორის საწურბლიას და ნავენახევის მღვიმეების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კინჩხას ჩანჩქერზე ტურისტულ ბილიკის და პანორამული გადმოსახედის მშენებლობას. სააგენტოს პარტნიორების ხელშეწყობით შენდება და ახლდება ვიზიტორთა ცენტრები და ადმინისტრაციული შენობები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქობულეთში, მაჭახელაში, ყაზბეგში და ალგეთში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. მან დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული პროგრამა; მოიპოვა ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს-სკოლის მაგისტრის და „ESM თბილისის“ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე კერძო სექტორში; ასევე აქვს გამოცდილება მართვასა და საკონსულტაციო საქმიანობაში.
