ეკო-საგანმანათლებლო ლექცია

ბიომრავალფეროვნების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის, გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებს ეკო-საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. კვირეულში მონაწილეობისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა მარიამ თათარაშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.

პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო საგანამანათლებლო საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა.