ეკოსაგანმანათლებლო ლექცია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკოლოგიის კაბინეტის მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა მარიამ თათარაშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.
