ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო

ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მაცხოვრებლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა ,,ნაკრესმა", ერუშეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ,,სათემო რეინჯერი", პარკის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის საინფორმაციო ტური მოაწყო.
 ერუშეთის ეროვნული პარკი 2021 წელს შეიქმნა და მიმდებარედ მაცხოვრებლებისთვის გარკვეულ სიახლესწარმოადგენს. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ დაცული ტერიტორიების სისტემისა და ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებსა და ამოცანებს, დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულ და აკრძალულ ქმედებებს, ეკოტურიზმის განვითარებაში მათი მონაწილეობის შესაძლებლობებს.
 საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ შესაძლებლობებსა და სარგებელზე, რომელსაც პარკი მათ სთავაზობთ. ინფორმაციის მიღების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა, ითანამშრომლონ ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარებაში ჩაერთონ.
 პროექტს „სათემო რეინჯერი“, ამერიკის საელჩოს ალუმნის საგრანტო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ,,ნაკრესი’’, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და ერუშეთის ეროვნულ პარკთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი 6 თვიანია და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.