გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს უწყვეტად ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს უწყვეტად ახორციელებს.
 დონორი ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, არაერთი პროექტი მიმდინარეობს, ხდება როგორც არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია, ისე ახალი ობიექტების მშენებლობა, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის საქართველოს უნიკალურ ეროვნულ პარკებში მოგზაურობას.
 ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულმტირალას ეროვნულ პარკში დასრულების ეტაპზეა ცივწყაროს ტურისტული თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მომდევნო წლის ტურისტული სეზონიდან მოგზაურებს შეეძლებათ, ულამაზეს ბუნებაში ლაშქრობის შემდეგ, განახლებულ კოტეჯში დარჩენა-დასვენება.
 მაჭახელას ეროვნულ პარკში დასრულდა სარეინჯერო კოტეჯის მშენებლობა. მაჭახელას ეროვნული პარკის რეინჯერებს საშუალება ექნებათ, სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულონ კომფორტულ გარემოში.
 დასრულების ეტაპზეა სარეინჯერო კოტეჯის და თანმდევი ინფრასტრუქტურის მოწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ნაწილში, კერძოდ, საქონდრიას და მარელისის სარეინჯერო უბნებზე.
 აღნიშნული პროექტები მიმდინარეობს კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით. უკვე განხორციელებულია 222 000 ლარამდე ინვესტივია.
 მიმდინარე წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. 2023 წლის ტურისტული სეზონისთვის კი სააგენტო კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს და სიახლეს შესთავაზებს ვიზიტორებს.