ინფრასტრუქტურული სამუშაოები
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის სამუშაო შეხვედრის, სახელწოდებით „ეკოსისტემაზე დაფუძნებული ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ“ მონაწილეებთან ერთად, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ ფარგლებში ჩატარდა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 საპილოტე ფერმა მოეწყო. გადასარეკ ტერიტორიაზე, ცხვრის უწესრიგო მოძრაობით მიღებული ზიანის შესამცირებლად წყალმომარაგების სისტემა გაიმართა და 2 დასაწყურებელი გაკეთდა. გრძელვადიანი კლიმატური მონაცემების მისაღებად 2 ავტომატური მეტეოსადგური დამონტაჟდა.
