„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ ამიერიდან UNESCO-ს ოფიციალურ ემბლემას ატარებს

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ ამიერიდან UNESCO-ს ოფიციალურ ემბლემას ატარებს
  კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხის საიტს”კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები” UNESCO-ს ოფიციალური ემბლემა მიენიჭა. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა ლოგო ოფიციალურად შეითანხმა, რაც ერთდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
  მსოფლიო მემკვიდრეობის ემბლემა აერთიანებს მსოფლიოსყველა ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. იგი გამოიყენება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცული და მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ სიაში შეტანილი ობიექტების იდენტიფიცირებისთვის და წარმოადგენს იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომლებსაც კონვენცია იცავს.
 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, როგორც „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, რითიც, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ამ ტერიტორიების უნიკალურ ბუნებრივ ფასეულობებსა და მნიშვნელოვნებას.