მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

გამოფენაში დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს და დამთვალიერებლებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტურისტულ სერვისებს აცნობს.

გამოფენა 14- 16 აპრილის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ იმართება.