მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე, ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უვნებლად გადმოიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე, ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უვნებლად გადმოიყვანეს უსაფრთხო ადგილზე.
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ ინფორმაცია ოპერატიულად აცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს. სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის 5 რეინჯერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7მეხანძრე-მაშველთან ერთად. საჭირო გახდა ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობის დამონტაჟება, რაც რეინჯერებისა და მეხანძრე მაშველების ერთობლივი ძალებით, უმოკლეს დროში მოხერხდა.
