შეხვედრა რაჭის ადგილობრივ თვითმმართველობასთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი და კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლობის დირექტორი, გოგა სანადირაძე რაჭაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და გუბერნატორთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი, რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით სტრატეგიული მიმართულებების განხილვა იყო. დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა. რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

პროექტი, კავკასიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცირე გრანტები გაიცემა.