ტრენინგი დაცული ტერიტორიების რეინჯერებისათვის
მაჭახელას, მტირალას და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებმა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგის მთავარი თემა, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება იყო.
ტრენინგი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რეინჯერებისათვის თეორიული ინფორმაციის მიწოდებას, საველე გასვლასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესს ითვალისწინებდა.
ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის - ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფარგლებში მიმდინარეობს.
