UNESCO-მ ოფიციალურ ვებ გვერდზე „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების” პოპულარიზაციისთვის მიმდინარე პროექტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

UNESCO-მ ოფიციალურ ვებ გვერდზე „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების” პოპულარიზაციისთვის მიმდინარე პროექტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
 როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში, 20 ადგილობრივი ახალგაზრდა უშუალოდ ჩაერთო UNESCO-ს უბნის მართვის პროცესში. ახალგაზრდები „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მმართველ სტრუქტურაში დასაქმდნენ, რათა დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას გაეცნონ. ისინი დაეხმარებიან რეინჯერებს ყოველდღიური მოვალეობის შესრულებაში,მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, ბუნების დაცვა-შენარჩუნება და მონიტორინგში.
 ინიციატივა ხორციელდება UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის „მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ ნაწილს წარმოადგენს.
 აღსანიშნავია, რომ პროექტი მსოფლიოს 9 ქვეყანაში მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტებია წარმოდგენილი.