UNESCO-ს პირველი საგრანტო პროექტის “მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” ფარგლებში, დაცული ტერიტორიების...

UNESCO-ს პირველი საგრანტო პროექტის “მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენერებად გადამზადნენ.
 სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ საიტის წარმომადგენლებს გაუზიარეს და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის მართვის საკითხები გააცნეს.
 დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე, ასევე UNESCO-ს ექსპერტი პიტერ დებრინი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ტრენერების მუშაობა და მათ UNESCO-ს ოფიციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად განახორციელებენ ტრენინგთა ციკლს.
 UNESCO-ს პროექტი “მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და "კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.