ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა გრძელდება. დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა და უნივერსიტეტების რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში,სააგენტო და უნივერსიტეტები ხელს შეუწყობენ მოხალისეთა და სტაჟირების პროგრამების განხორციელებას ტერიტორიულ ადმინისტრაციებში, რაც ხელს შეუწყობს თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტო ორგანიზებას გაუკეთებს სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარებას.