ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური დახმარებითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე ორმხრივი პროექტის „იმერეთის რეგიონის განვითარება - იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესება II“ ფარგლებში ჩეხეთში იმყოფებოდნენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩეხეთის მღვიმეთა ასოციაციისა და ჩეხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ასევე ბოზკოვისა და მორავიის მხარეებში არსებული მღვიმეები მოინახულეს. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი პარტნიორული აქტივობების დაგეგმვას.